ამ ვებ გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული ნებისმიერი სუბიექტის სარეგისტრაციო განცხადება, თვალყური ადევნოთ განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, გაეცნოთ და გადმოიწეროთ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ამონაწერი თუ სხვა დოკუმენტი...

განცხადების ძებნა დამატებითი ინფორმაცია ვიდეო ინსტრუქცია

რა ტიპის ინფორმაცია პოვნაა შესაძლებელი აღნიშნული საძიებო სისტემით?

აღნიშნული საძიებო სისტემის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ იმ სუბიექტების მონაცემები, რომელთა საქმიანობაც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მოიპოვოთ მათი განცხადებები და ინფორმაცია სუბიექტის რეგისტრირებული საქმიანობის შესახებ.

როგორ მოვიძიო ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია?

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ საძიებო პანელით.

სუბიექტის ძებნა შესაძლებელია ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმით:

  • საიდენტიფიკაციო კოდით ან პირადი ნომრით
  • დასახელებით
  • სამართლებრივი ფორმით

განცხადების ძებნა შესაძლებელია ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმით:

  • რეგისტრაციის ნომრით
  • განცხადების ნომრით
  • პერიოდით
  • მომსახურების სახით
  • განცხადების სტატუსით

განმცხადებლით ძებნის დროს:

  • საიდენტიფიკაციო კოდით ან პირადი ნომრით
  • სახელით და გვარით
  • სუბიექტის დასახელებით

საჯარო რეესტრი ეროვნული საგენტო გთავაზობთ შესაძლებლობას თავად დაარეგისტრიროთ ან შეცვალოთ უკვე რეგისტრირებული ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ, თუ ის დაკავშირებულია კვების პროდუქტების წარმოებასთან/დისტრიბუციასთან. თუ უკვე რეგისტრირებული ხართ პორტალზე და გაქვთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ველები და დააჭიროთ ღილაკს "შესვლა". პორტალზე დასარეგისტრირებლად უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან ავტორიზებულ მომხმარებელს.